"მალე გადნება ყინული ლოდის, მტკვარი ღრიალებს ტივების ტევით. ამოდის მთვარე... ჰეი, ვინ მოდის? ხელები ზევით!"
"შენ ისე ღრმა ხარ, ისე ფაქიზი, ქართულო ცაო…"
"მშვენიერება ტურფა შენებრი სამშობლოს ედემს არა ჰყოლია, თავისუფლების ვეფხვთა დედაო, წინ შენი სახე მათ წასძღოლია."
"ხალხია ენამზიანი, გმირი და არა მკვეხარა, _ დიდია ჩემი სამშობლო, ტკბილია ჩემი ქვეყანა."
"აი აქ არის, მეგობრებო, ის ასპარეზი, რაც ბედმა მისცა ამაღლებულ გონებას ჩარჩოდ, არც უკეთესი, ჩემო ძმებო, არც უარესი, არ გვიძებნია ახალგაზრდა სულისთვის სარჩო!"
"ახლა სრულიად სხვა სივრცეს ვხედავ და გაჰქრა ქალი ჩემი მხლებელი. და თბილისისკენ მივდივართ ერთად ეს მთვარე, მე და მატარებელი."
"კიდევაც ვნახავ გაზაფხულს, ყელ-მოღერებულს იასა, სიკვდილის სიცოცხლედ მქცეველს, იმის სიტურფეს ღვთიანსა, ამწვანებულსა მთა-ბარსა, დამწყაზრულს, ყვავილიანსა."
"ვერ იცნეს, იყო მოსილი ღმერთი კაცობრივ ცმულითა; კაციც ძნელია საცნობლად, ღმერთს ვინ იცნობდა გულითა!"
„შრომის სუფევა მოვა მაშინა ჭეშმარიტების მის ძლიერებით და განმტკიცდება სოფელსა შინა კაცთმოყვარების სახიერებით."
"პატარა ბავშვის ტერფების კვალი ნამიან სილას ზღვის პირას აჩნდა... მე თითქოს წამით ამეხსნა თვალი და ის დღე ვიგრძენ იდუმალ ძალით, როცა სიცოცხლე პირველად გაჩნდა!"