"პარიზის შავ მარგალიტი", ამ სახელით გახდა ცნობილი ვარსკვლავი, რომელმაც 1920-იან წლებში გამაოგნებელი საცეკვაო ნიჭითა და სიმღერით საფრანგეთი დაიპყრო და თავისი წარმატების ტრამპლინად აქცია. ესპანელი მხატვარი პაბლო პიკასო მის დახატვაზე ოცნებობდა და მომღერალს სხვანაირად ნეფერტიტსაც უწოდებდა. მეორე მსოფლიო ომის დროს კი საფრანგეთის შეიარაღებული ძალების აგენტადაც გამოაცხადეს. ვინ იყო პარიზის შავი მარგალიტი?
შავ-თეთრი კლასიკა, რომელშიც ოდრი ჰეპბერნმა მთავარი როლის შესრულებისთვის ოსკარი მიიღო. თუმცა დაჯილდოების ცერემონიაზე იმდენად ღელავდა, რომ სცენაზე ასვლამდე გზა აერია, შემდეგ კი მოპოვებული ოსკარი გასახდელ ოთახში დარჩა. დაასახელეთ ფილმი.
პირველი ქალი მსახიობი, რომელმაც ფილმში 1 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. მას ჰოლივუდში ვივიენ ლის შემცვლელად მოიხსენიებდნენ , თუმცა მალევე ყველას დაუმტკიცა თავისი შესაძლებლობები. იგი ასევე ცნობილი იყო ბრილიანტების მიმართ განსაკუთრებული სიყვარულით და ხმაურიანი რომანებით. რომელი მსახიობი ქალია მოხსენიებული ტექსტში?
"იმისათვის, რომ იყო შეუცვლელი, აუცილებელია, იყო განსხვავებული", - ეს სიტყვები ლეგენდარულ ფრანგ დიზაინერს ეკუთვნის, რომელმაც მსოფლიო მოდაში რევოლუცია მოახდინა. გაიხსენეთ, ვინ არის ამ ფრაზის ავტორი?
მოკლემეტრაჟიანი, სიურეალისტური ანიმაცია Destino ეკრანებზე 2003 წელს გამოვიდა. მასზე მუშაობა 1945 წელს დაიწყო. ანიმაცია კოლაბორაციული ნამუშევარი გახლდათ "უოლტ დისნეის კომპანიასა" და ცნობილ ესპანელ მხატვარს შორის. დაასახელეთ მხატვარი.
1955 წელს გამოცემაში Harper's Bazaar დაიბეჭდა ცირკში გადაღებული მოდელის, დოვიმას, ფოტოები. გოგონა სპილოებთან ერთად იყო აღბეჭდილი. ეს ნამუშევრები ფოტოგრაფიის სიმბოლოდ იქცა და ავტორს მსოფლიო აღიარება მოუტანა. ვინ იყო ფოტოგრაფი, რომელიც არაორდინალური ხედვით და სტილით გამოირჩეოდა?
"გაკიცხვა თუ დააპირო ვისიმე, გაიხსენე, რომ ამქვეყნად ყველას შენებურად არ უცხოვრია", - ეს ფრაზა გასული საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ მწერალს ფრენსის სკოტ ფიცჯერალდს ეკუთვნის. რომელი რომანიდანაა მოცემული სიტყვები?
1964 წელს ბობ დილანის ახალი სიმღერა გამოვიდა, ამავე სახელწოდების ალბომში. ეს ნამუშევარი დროის ცვლილების ერთგვარ ჰიმნად, სიმბოლოდ იქცა და საზოგადოების შეხედულებებზე დიდი გავლენა იქონია. მომღერალმა შთაგონება ირლანდიური და შოტლანდიური ბალადების გავლენით მოიპოვა. დაასახელეთ ბობ დილანის სიმღერა.
ქართველი ქალი, რომელიც ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ და ნიჭიერ მსახიობად ითვლებოდა. თუმცა სიცოცხლის ბოლო წლებში მას უამრავი ადამიანი განუდგა, რადგან დაუფარავად გამოხატავდა საკუთარ პოზიციას საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აუცილებლობასთან დაკავშირებით და ეროვნულ მოძრაობას უჭერდა მხარს. ვინ იყო ქართველი მსახიობი ქალი, რომელსაც კინოს გარეშე ცხოვრება არ შეეძლო?
სერგო ფარაჯანოვის ამ ფილმის თავდაპირველი სახელწოდება "საიათ-ნოვა" გახლდათ. ფილმი 1968 წელს გამოვიდა და მას მიქელანჯელო ანტონინიმ კინოს შედევრი უწოდა. თავის დროზე საბჭოთა ხელისუფლებამ ფილმის ჩვენება აკრძალა და რეჟისორი გადაასახლა. დღეს ნამუშევარი გასული საუკუნის უდიდეს ნიმუშადაა აღიარებული. ჩამოთვლილთაგან რომელი ფილმია ნახსენები ტექსტში?