ფოტოზე გამოსახული ადამიანი იყო ჯერ იყო გურიის ქალთა საზოგადოების თავმჯდომარე, 1918 წელს საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრობის კანდიდატი, ხოლო 1919 წელს ის აირჩიეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად სოციალ-დემოკრატების სიით. დაასახელეთ პირველი ქართველი პარლამენტარი ქალი, რომელიც ფოტოზეა გამოსახული.
ფოტოზე გამოსახული ადამიანი პირველი რეჟისორი ქალი იყო საქართველოში და პირველი ქალი რეჟისორი საბჭოთა კავშირში, რომელმაც მხატვრული ფილმი გადაიღო. მისი ფილმი “უჟმური” 1932-33 წლებში იქნა გადაღებული და მან დღის სინათლე მხოლოდ 1934 წლის ბოლოს იხილა, თუმცა საბჭოთა ცენზურამ ფილმი მალევე გააქრო. დაასახელეთ ფოტოზე გამოსახული ქალი.
"იქნება სხვები ამას არ ხედავენ, მაგრამ მე ისეთი გრძნობა მაქვს, რომ სრულად ეღირსება ამ ბედშავს ერს თავისუფლება. მაშინ იქნება აუწერელი ბედნიერება. ყოველი ადამიანი მას აღტაცებით მიეგებება, როგორც მშობელს. მაშინ მზეც მხიარულად გაანათებს და გაათბობს არეს და მთვარეც გაანათებს ძველ კვალს, რომელიც სიმართლისკენ მიდის". - დაასახელეთ ამ სიტყვების ავტორი, რომელსაც XX საუკუნის პრესამ “ქართველი ჟანა დარკი” უწოდა.
„უზენაესის განგებისგან ჩვენს სარწმუნოებაში უდიდესი დანიშნულება აქვს ქალს. ღვთის მშობელი ქალი იყო. ხოლო, როდესაც პატარა იყო ეს ქალი, მისმა მშობლებმა ტაძრად მიიყვანეს და იქ კი ეს პატარა მარიამი მღვდელმთავარმა შეიყვანა წმინდათა-წმინდაში, სადაც გარდა სასულიერო პირებისა იმ დროში თვით მამა კაცსაც აღკრძალული ჰქონდათ შესვლა”. ეს სიტყვები ეკუთვნის ქალს, რომელმაც 1903 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის განყოფილება ჩამოაყალიბა და წლების განმავლობაში ედგა სათავეში.
ფოტოზე გამოსახულმა ადამიანი პუბლიცისტი, პოეტი და ფემინისტი ქალი იყო, რომელმაც ევროპაში მიიღო განათლება და დაბრუნების შემდეგ, აქტიურად დაიწყო ბრძოლა ქალთა უფლებებისთვის. ვინ იყო ეს ქალი, რომელმაც 1917-1918 წლებში რეგიონალური ქსელი "ქალთა ლიგა" ჩამოაყალიბა?
“პირველიდანვე დაწყებული ყოველი კაცი დედაკაცების გაკილვაში ყოფილა და არის; ყოველივე ბრალეულობა ქალს მიაწერეს და დიდად ცდილობენ ეს თავის ამხანაგი ყოვლის გზით დაეცათ და დაემდაბლებინათ. სიყრმიდანვე ამას ჩასძახოდენ `შენ, რადგანა შემოქმედს ქალად დაუბადებიხარ, შენი წესი ეს უნდა იყოს. ხმაგაკმედილი ჩუმად იყო, არავის შეჰხედო, არსად წახვიდე, ყურები დაიხშო, თვალები დახუჭე და იჯექ,... სწავლა და სხვა ენებით განათლება რა შენი საქმეაო. - ეს ამონარიდი გაზეთში გამოქვეყნებული წერილიდან „ორიოდე სიტყვა ყმაწვილ კაცების საყურადღებოდ“ ეკუთვნის ერთ-ერთ პირველ ქალს, რომელიც ქალთა მდგომარეობასა და მათ უფლებებზე საჯაროდ ალაპარაკდა. დაასახელეთ ფოტოზე გამოსახული ეს ადამიანი.
„ვერ დავივიწყებ ჯარისკაცს, რომელმაც ბრძოლის დროს მოირბინა ჩემთან: თვალანთებულს, გამოხედვაში უძევს შეურყეველი რწმენა, „ჩქარა გადამიხვიე დაიკო, უნდა მივბრუნდე“. ფერდი ნაჩქარევად შევუხვიე, დასწვდა შაშხანას და შეერთო ბრძოლას. გაუგებარია, მაგრამ გრძნობ, რომ მას კავშირი აქვს რაღაც დიადთან… დიადი რამეა ბრძოლა! ადამიანი წარმოსდგება მთელი თავისი სულის სილამაზითა და სიდიადით! უარჰყოფს ყოველგვარ პირადს რაღაც დიადისათვის…“. -ვინ არის პირველი ქართველი ფოტოგრაფი ქალი, რომელმაც პირველი მსოფლიო ომის სისასტიკე თავის დღიურში ასახა?
„ავჭალის აუდიტორია“, მიიჩნევა პირველ სახალხო თეატრად, სადაც გაჭირვებულებს თეატრალურ წარმოდგენებზე დასწრების საშუალება ეძლეოდათ. თეატრი ჩერქეზიშვილის ქუჩაზე მდებარეობდა და უმცირესი შემოწირულობებით არსებობდა. ვინ იყო ქალი, რომელმაც ეს თეატრი ილია წინამძღვრიშვილის მხარდაჭერით დაარსა?
ფოტოზე გამოსახული ქალი პირველი ქართველი ფსიქო-ფიზიოლოგი ქალი იყო, რომელიც ევროპაში მოღვაწეობდა. მის ნაშრომებს ბავშვთა ფიზიოლოგიისა და პათოლოგიის საკითხებზე მინიჭებული აქვს ოქროს მედლის პრემიები. დაასახელეთ ქალი, რომლის ინიციატივითაც, 1910 წელს ბრიუსელის საერთაშორისო მუზეუმში, მსოფლიო ხალხთა ისტორიისა და ეთნოგრაფიის ქართული სექცია დაარსა.
დაასახელეთ ფოტოზე გამოსახული პირველი ქართველი ქალი, რომელმაც კავკასიონის თითქმის ყველა მწვერვალი დაიპყრო და იყო ასევე პირველი ქალი,რომელმაც თეთნულდსა და უშბაზე ფეხი დადგა.