ერთ-ერთი თურქი მწერალი თავის რომანში წერს „როცა თბილისის ქუჩებს ათოვს, სარეცხის მრეცხავი ქალები ყვავილებზე მღერიან, ბავშვები კი თოვლს ბალიშქვეშ ინახავენ, საზაფხულოდ“. ვის ეკუთვნის ეს სიტყვები?
რომელი წიგნი იწყება ასე „ყრმობისას, როცა კაცზე ყველაფერი დიდ შთაბეჭდილებას ახდენს, მამაჩემმა დამარიგა და დღემდე მახსოვს მისი სიტყვები. – გაკიცხვა თუ დააპირო ვისიმე, - მითხრა, - გაიხსენე, რომ ამ ქვეყნად ყველას შენებურად არ უცხოვრია.“
რას უწოდებს ოსკარ უაილდი თავის რომანში „დორიან გრის პორტრეტი“ კაცობრიობის ცოდვას?
ვის ეკუთვნის სიტყვები: „არავინ ისე არ იტანჯება მატერიის ქაოსის შემყურე, როგორც ხელოვანი ამქევყნად“.
„ 26 აპრილის ღამე… ერთ ღამეში ისტორიის სულ სხვა მხარეს გადავინაცვლეთ. ახალ რეალობაში გადავხტით, და ის, ახალი რელობა, არა მხოლოდ ჩვენი ცოდნის, არამედ, ჩვენი ფანტაზიის მიღმაც კი აღმოჩნდა. დროთა კავშირი დაირღვა…“ ერთ-ერთ ინტერვიუში, ამ სიტყვების ავტორი ასე ასახავს მეოცე საუკუნის მთავარ მოვლენას, რომელსაც წიგნი მიუძღვნა. ვის ეკუთვნის ეს სიტყვები?
რომელი წიგნი იწყება ასე „საყოველთაო ჭეშმარიტებად მიიჩნევა, რომ უცოლო და მდიდარი კაცი იმთავითვე ცოლის შერთვას მოიწადინებს. ჰოდა, როცა ასეთი კაცი შენს მეზობლად ესახლება, ჯერ წესიერადაც რომ არ იცნობდე, მაინც იმას გაიფიქრებ, ჩემს ქალიშვილს ბედმა გაუღიმაო“.
რომელ ქართველ მწერალს ეკუთვნის პიესა „დებიძეების ოჯახი?“
რომელი ისტორული რომანის გმირია კვაზიმოდო?
რომელ ქალ მწერალს გაითქვა სახელი, როგორც ჟურნალისტმა სუფრეგატების მოძრაობის გაშუქებისას, ვიდრე წიგნს დაწერდა?
რა ჰქვია წიგნის, რომელიც თავის დროზე პირველი გრაფიკული რომანი იყო, რომელიც ქართულად ითარგმნა?
ამ წიგნის ფემინისტი და უფლებების დამცველი ავტორი, წიგნის გამოსვლის შემდეგ, მკაცრად გააკრიტიკეს აფროამერიკელი მამაკაცების დამცირებისთვის. ვინ არის ეს ავტორი, რომელმაც წიგნი შავკანიანი ქალის ტანჯვასა და შემდგომ ტრიუმფზე მოგვითხრობს?
რომელი ცნობილი ნაწარმოები ეძღვნება 1968 წლის მოვლენებს, როდესაც ჩეხეთში საბჭოთა ჯარები შეიჭრნენ?
წიგნი, რომელიც უნდა დაასახელოთ, მომავლის ალტერნატიულ რეალობას აღწერს, სადაც ქალებს აკრძალული აქვთ სიყვარულის, მუშაობის, საკუთრების ფლობის, კითხვისა დაწერის უფლება. მათ ერტადერთი ფუნქცია აქვთ - გააჩინონ ბავშვი. დაასახელეთ ეს წიგნი.
დაასახელეთ წიგნი, რომელიც ამერიკის ბიბლიოთეკართა ასოციაციამ ყველაზე ხშირად აკრძალული და გასაჩივრებული წიგნების 2000-2009 წლების ასეულში მე-17 ადგილი მიანიჭა, არის
რომელი წიგნიდან არის ამონარიდი „ზოგიერი კაცის ცხოვრება უნიჭო მწერლის რომანსა ჰგავს… ბოლომდის ჩაათავებ და ასე იტყვი: ნეტავ არ წამეკითხაო.“