კინოდოკუმენტალისტმა ვასილ ამაშუკელმა მის მოგზაურობაზე პირველი ქართული დოკუმენტური ფილმი გადაიღო. იგი გახლდათ პოეტი, პროზაიკოსი, დრამატურგი, პუბლიცისტი და მთარგმნელი. მოიხსენიებენ, როგორც "საქართველოს ბულბულს". დაასახელეთ ქართველი პოეტი.
1870-იანი წლების დასაწყისში "თერგდალეულთა" რიგებში უთანხმოება წარმოიშვა. ერთ-ერთმა წევრმა "ახალი თაობის" შექმნის იდეა წამოაყენა, რომელსაც ილია ჭავჭავაძის მეთაურობით მოქმედი "თერგდალეულების" ერთიანი ჯგუფისგან განსხვავებით, წინა პლაზე გლეხური სოციალიზმისთვის ბრძოლის საკითხები უნდა წამოეწია. ვინ იყო ეს საზოგადო მოღვაწე?
მისი ლიტერატურული ფსევდონიმი იყო "მოჩხუბარიძე" და "მოხევე". პირველი ნაწარმოები, რომელიც გამოაქვეყნა გახლდათ "ელისო". მოთხრობა "დროებაში" დაიბეჭდა და საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია. იგი მრავალფეროვანი შემოქმედების ავტორია, რომელიც სიყვარულის, თავისუფლების, მოვალეობის და პატრიოტიზმის იდეალებითაა განმსჭვალული. დაასახელეთ მწერალი.
1872 წელს მისი ორგანიზატორობით დაარსდა ქალთა წრე. მისი მიზანი ქალების საზოგადოებრივ ასპარეზზე გამოყვანა, განათლება და გაძლიერება იყო. ეწეოდა ლიტერატურულ და მთარგმნელობით საქმიანობას. დაასახელეთ ცნობილი ქართველი ქალი.
1878-1879 წლებში იგი გაიტაცა არყის, კონიაკისა და ლიქიორის წარმოებამ. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მთელი ენერგია ამ ბიზნესის დაარსებას და განვითარებას დაახარჯა. გახდა კონიაკის წარმოების პიონერი. ფინანსურად ეხმარებოდა სტუდენტებს, წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას, მოსახლეობას. გარდაცვალების შემდეგ ქონების უდიდესი ნაწილი საქართველოს დაუტოვა. ვინ იყო ეს ადამიანი?
1918 წლის 13 იანვარს პროფესორთა საბჭოს პირველ ოფიციალურ სხდომაზე იგი ქართული უნივერსიტეტის პირველ რექტორად აირჩიეს. ქართველი ქიმიკოსი, რომლის მოღვაწეობაც ქიმიის ისტორიაში დიდი აღმოჩენებს უკავშირდება. დიმიტრი მენდელეევი მაღალ შეფასებას აძლევდა მის შრომას და მიიჩნევდა, რომ ის განამტკიცებდა ელემენტთა პერიოდულ სისტემას. დაასახელეთ ქართველი ქიმიკოსი.
"სული ჩემი ეკუთვნის ღმერთს, გული - საქართველოს, გვამს კი, რაც გნებავთ, ის უყავით", - ეს სიტყვები რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში გმირულად დაღუპულ ქართველ პატრიარქს ეკუთვნის. ვისზეა საუბარი ტექსტში?
პირველი ქართველი ფსიქო-ფიზიოლოგი ქალი. იგი ევროპაში მოღვაწეობდა და საფრანგეთის სამედიცინო აკადემიის წევრი გახლდათ. არაერთი ოქროს მედალი აქვს მოპოვებული ბავშვთა ფიზიოლოგიის და პათოლოგიის საკითხებში ჩატარებული კვლევებისთვის. დაასახელეთ ქართველი ექიმი.
1889 წელს დავით ბაქრაძესთან ერთად დააარსა საქართველოში პირველი "საქართველოს საეგზარქოსო მუზეუმი", რომელშიც ძველი საეკლესიო წიგნები, ხელნაწერები და ნივთები იყო დაცული. ემიგრაციაში ყოფნისას სიცოცხლის ფასად იცავდა ქართულ საგანძურს. დაასახელეთ პიროვნება.
იგი იყო საქართველოს მწერალთა კავშირის აჭარის განყოფილების პირველი თავმჯდომარე. იბრძოდა ქართული ენის დასაცავად. ერთიანი და დემოკრატიული საქართველოს შესანარჩუნებლად. საქრისტიანო და სამუსლიმანო საქართველოს სულიერი ერთიანობისთვის.