ბავშვის მატერიალური და სოციალური დანაკლისი
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა, “გაეროს ბავშვთა ფონდის” მხარდაჭერით 2022 წლის ივნისიდან სექტემბრამდე ჩაატარა “ბავშვთა კეთილდღეობის გამოკვლევა”, რომლის შედეგებიც 2023 წლის აპრილში გახდა ცნობილი.
კვლევის მთავარი მიზანი იყო საქართველოში ბავშვის კეთილდღეობის მრავალ
ასპექტზე მონაცემეთა მოგროვება, მათ შორის: ბავშვთა ხელმისაწვდომობა ჯანდაცვაზე,
განათლებასა და სოციალურ დახმარებაზე; კვება სკოლის პერიოდში; მატერიალური და
სოციალური დანაკლისი; აღზრდის მეთოდები და ფუნქციური სირთულეები.