პროფესიული განათლების პერსპექტივები საქართველოში

იანა მჭედლიშვილი 23 წლისაა,მისი სურვილი გამხდარიყო კოსმეტოლოგი
და სიღრმისეულად შეესწავლა ესთეტიკური მედიცინა, ნელ-ნელა სრულდება.
სკოლის დამთავრების შემდეგ გადაწყვიტა, რომ უმაღლეს სასწავლებელში კი არ
ჩაებარებინა, კოლეჯში ესწავლა და კოსმეტოლოგი გამხდარიყო. ამ მიზნის
შესასრულებლად ექთნის დიპლომი აუცილებელია.

იანამ არჩევანი კოლეჯ „ორიენტირზე,“ შეაჩერა „ სწავლის პროცესი
საინტერესო და შრომატევადია, ჩვენ გვაქვს ბევრი თეორიული მასალა
შესასწავლი, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი პრაქტიკაა, მაგალითად, ნემსის
გამოყენება. ჩვენ ვსწავლობდით თეორიას, შემდეგ პრაქტიკაში
ვახორციელებდით ნასწავლს და ბოლოს გავდიოდით ტესტირებას, რაც ცოდნის
შეფასების აუციელებელი პირობაა“.

იანას სხვა და სხვა ასაკის ჯგუფლები ჰყავდა, ყველა მდედრობითი
სქესის. 15 ადამიანის ასაკობრივი გრადაცია 25 წლიდან 56 წლამდე მერყეობდა,
ის ყველაზე პატარა იყო მათ შორის. კოლეჯში ჩასაბარებლად ასაკის შეზღუდვა
არ არსებობს, მთავარია გქონდეს სურვილი და ატესტატი.

„ყოველთვის მესმოდა ირგვლივ მყოფებისგან, რომ აუცილებელია
უმაღლესი განათლება, თუმცა მე მივყევი ჩემს სურვლს, რაც ძალიან სწორი
გადაწყვეტილება გამოდგა, რადგან ახლა მე თითქმის მივაღწიე ჩემს მიზანს.
ზუსტად ის ადამიანები რომლებიც საპირისპიროს მიმტკიცებდნენ, დღეს
ფიქრობენ, რომ იჩქარეს პროფესიის არჩევისას, რადგან უმაღლესი განათლების
დიპლომის აღების მიუხედავად ვერ შოულობენ სამუშაო ადგილს. ჩემი აზრით,
18 წლის მოზარდი მზად არ არის, რომ პროფესია აირჩიოს, არსებობენ
გამონაკლისებიც, თუმცა ეს უფრო იშვიათია. მე პირადად მოძიებული მქონდა
ინფორმაცია და ვიცოდი, რაც მსურდა,სწორედ ამიტომ ახლა არ ვნანობ ჩემს
ნაბიჯებს და მივიწევ წინ“,
– ამბობს იანა.

მის შეხედულებას ამყარებს პროფესიული განათლების ექსპერტი,ნინო
ელბაქიძე რომელიც 12 წელია პროფესიული განათლების სფეროში მოღვაწეობს.

„პროფესიული პროგრამები იმგვარად არის შედგენილი, რომ გულისხმობს
პრაქტიკული კომპონენტის სწავლებას უშუალოდ დამსაქმებლებთან. დუალური
მიდგომით სწავლება ნიშნავს, პროფესიული სტუდენტების მიერ სწავლის
შედეგების დადარებას რეალურ სამუშაო გარემოში და ზოგჯერ ეს შეიძლება
პროფესიული სტუდენტის მომავალი დამსაქმებელი იყოს. პრაქტიკული

სწავლების დროს პროფესიული სტუდენტი ივითარებს პროფესიულ უნარებს და
ის ექცევა დამსაქმებლის ხედვის არეალში, როგორც პოტენციური მომავალი
თანამშრომელი. წარმატებულ პროფესიულ სტუდენტს აქვს შანსი, რომ მიიღოს
სამუშაოს შეთავაზება დამსაქმებლისგან ჯერ კიდევ სწავლის პერიოდში.
კოლეჯები ეხმარებიან სტუდენტებს და კონსულტირებას უწევენ შრომის
ბაზარზე არსებული შესაძლებლობების“.

პროფესიული განათლების ექსპრტი ნინო ელბაქიძე

პროფესიული განათლების პოპულარიზაციის ერთ-ერთ არგუმენტი
შედარებით გაიოლებული დასაქმებაა. კერძოდ, სამუშაო ბაზარზე მუდმივად
არის ისეთ პროფესიებზე მოთხოვნა, როგორიცაა – შემდუღებელი, სანტექნიკოსი,
მლესავი… ასეთი ხელობები ხშირ შემთხვევაში ისწავლება დუალურად.

„დუალური სწავლება“ გულისხმობს სასწავლო პროცესში პარტნიორი
დამსაქმებელი ორგანიზაციების უშუალოდ ჩართვას, ხშირ შემთხვევაში კოლეჯის
სტუდენტის სწავლებას დასაქმების ადგილას. მაგალითად, შემდუღებლის
პროფესიის დაუფლებას უშუალოდ სამშენებლო კომპანიის პროფესიონალი
შემდუღებლის ზედამხედველობით.

„დუალური განათლების ეფექტიანობაზე პასუხი არის გერმანიის
ეკონომიკა – ერთერთი ყველაზე მძლავრი ეკონომიკა ევროპაში. ამიტომაც გახდა
გერმანული, ავსტრიული და შვეიცარული პროფესიული განათლების სისტემები
ბევრი ქვეყნისთვის სამაგალითო პრაქტიკა. ჩვენ ვსწავლობთ ამ საუკეთესო
გამოცდილებისგან, თუმცა, როგორც წესი, არ ხერხდება ხოლმე ზუსტი
მოდელების გადმოტანა. ჩვენ ვაკვირდებით ამ ქვეყნების მიერ გაწეულ
სამუშაოს და ვცდილობთ, დავნერგოთ ის საუკეთესო ფორმით და ქვეყნის
სპეციფიკის გათვალსიწინებით. რამდენად წარმატებულად გამოგივიდა ეს, ამაზე
პასუხი რამდენიმე წელიწადში გვექნება, როცა ჩატარდება ემპირიული კვლევები
და თვალსაჩინო გახდება შედეგები“,
– ამბობს ნინო ელბაქიძე.

სახელმწიფოს მხრიდან პროფესიული განათლების პოპულარიზაციის
მცდელობას მრავალი პრობლემა აფერხებს. ერთ-ერთი ყველაზე გამოკვეთილი
დაბრკოლება კოლეჯებში კვალფიციური პედაგოგების სიმწირეა.

„კვალიფიციური მასწავლებელი ყოველთვის და ყველა ქვეყანაში გამოწვევაა. ისევე, როგორც მასწავლებლების მოზიდვა და შენარჩუნება.მაღლაკვალიფიციურ კადრებს ისედაც არ აქვთ დასაქმების პრობლემა და უმეტესწილად რომელიმე სფეროს წარმატებული წარმომადგენლები არიან. პროფესიულ საგანათლებლო დაწესებულებაში მას შესაძლებელია, ნაკლები ინტერესი ჰქონდეს ანაზღაურების გამო.

“ჩვენ არ გვაქვს ქვეყანაში პროფესიული განათლების მასწავლებელთა მომზადებისა და პროფესიული განვითარების სისტემა, რაც ართულებს სისტემურად კვალიფიციური მასწავლებლების მოსვლას პროფესიაში. პროფესიული პედაგოგიკის თვალსაზრისით ასევე დაურეგულირებელია მასწავლებელთა პროფესიული მომზადების სისტემა. რაც
იმას ნიშნავს, რომ თქვენ შესაძლებელია, გყავდეთ ძალიან მაღალი კომპეტენციების მასწავლებელი, მაგრამ მან არ იცოდეს, როგორ ჩაატაროს მაღალი ხარისხის გაკვეთილი სტუდენტებთან“.
– აღნიშნავს ნინო ელბაქიძე, პროფესიული განათლების ექსპერტი.

პედაგოგთა დეფიციტის გარდა დღევანდელ საქართველოში პროფესიული განათლების გამოწვევებად ექსპერტები მიიჩნევენ შემდეგ ფაქტორებს:

  1. პროფესიული განათლების პრესტიჟი ისევ დაბალია და
    ახალგაზრდებს ის არ მიაჩნიათ განათლების მიღების საუკეთესო
    გზად;
  2. კერძო სექტორის ჩართულობა პროფესიულ განათლებაში
    ფრაგმენტული და არასტაბილურია;
  3. პროფესიული კოლეჯები ყოველთვის არ ახორციელებენ იმ
    პროგრამებს, რომელბიც შრომის ბაზარზე არსებულ დეფიციტურ
    პროფესიებს ემთხვევა, სათანადოდ არ არის გათვალისწინებული
    დასაქმების ბაზრის მოთხოვნები;

გთავაზობთ 2015-2022 წლის სტატისტიკას, 7 წლის განმავლობაში 109 767-მა სტუდენტმა აირჩია პროფესიული განათლება.

წყარო: შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი

ავტორი: მადონა ბეჭვაია

Similar Posts