“აველუმი” შუმერული სიტყვაა და თავისუფალ, სრულუფლებიან მოქალაქეს ნიშნავს. ჩვენ გვჯერა, რომ მხოლოდ განათლებული ადამიანი შეიძლება იყოს სრულფასოვანი და თავისუფალი მოქალაქე.
“აველუმი“ არის საუნივერსიტეტო მედიაპლატფორმა, რომლის მიზანია გააშუქოს საქართველოს განათლების სფეროში არსებული სიახლეები, გამოწვევები და საინტერესო მოვლენები. მედიაპლატფორმის მიზანია ხელი შეუწყოს საგანმანათლებლო სფეროში არსებული პრობლემების იდენტიფიცირებას და საზოგადოების ინფორმირებას.
ჩვენს პლატფორმაზე იხილავთ როგორც სტატიებს, ისე ინტერვიუებს, რეპორტაჟებს, აუდიომასალებს, ქვიზებს.
პროექტი ხორციელდება შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის 2023 წლის დამამთავრებელი კურსის სადიპლომო ნაშრომის ფარგლებში.