
ავტორი: მარიამ მხეიძე
წაჩხურობა განსაკუთრებული დღეა, რომელიც ყოველ წელს, აღდგომის მომდევნო ბრწყინვალე შვიდეულის ხუთშაბათს, სოფელ წაჩხურში ტარდება. წმინდა მთავარანგელოზის სახელობის ტაძარი რწმენისა და იმედის მომლოცველებით ივსება.
ამ დღისთვის, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან თავს იყრიან ადამიანები, განსაკუთრებით კი ისინი, ვინც შვილის ყოლას ნატრობენ ან მადლიერნი არიან სასწაულისთვის. ტრადიციის თანახმად, ხალხმა აკვნით ხელში უნდა გაიაროს შვიდ კილომეტრიანი გზა ტაძრამდე — ფეხით, მშვიდად და რწმენით სავსე გულით.
ნინო ნიკაბაძე, რომელიც 3-ჯერ დაესწრო წაჩხურობის დღესასწაულს, 10 წლის ნანატრი შვილი შეეძინა.
“მესამედ ამოსვლის შემდეგ გავიგე, რომ ვიყავი ორსულად ჩემს გოგონაზე” – ამბობს ნინო.
ამ დღეს წირვა ტარდება უშვილოებისთვის. აკვნებს აკურთხებენ და წყვილები ეზიარებიან.
ვრცლად იხილეთ ვიდეოში