
ავტორი: მარიამ მხეიძე
ლიკუნა ჩაჩიბაია — პარასპორტსმენი, რომლის ისტორია მოტივაციის კარგი მაგალითია. ბავშვობაში გადატანილი მძიმე შემთხვევის მიუხედავად, მან ბრძოლა არ შეწყვიტა. სპორტული გზა ცურვით დაიწყო, დღეს კი წარმატებული პარატაიკვანდოისტია, ის აქტიურად არის ჩართული სპორტულ ცხოვრებაში.
ლიკუნას ყოველდღიურობა დიდი მიზნებისკენ ნელ-ნელა გადადგმული ნაბიჯებია, რომლითაც სურს დაამსხვრიოს სტერეოტიპები და დაამტკიცოს, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს!
“რაღაც დადებითი უნდა დაინახო იმაში, რომ შენ ეს შეგემთხვა და შენ ეს გადაიტანე. უმიზეზოდ არაფერი არ ხდება” – ამბობს ლიკუნა.
ვიდეო გვიყვება ამბავს, თუ როგორ შეუძლია ადამიანს ყველაზე რთულ ვითარებაშიც იპოვოს ძალა, წამოდგეს და წინ იაროს — არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის, არამედ იმ ადამიანებისთვისაც, ვისთვისაც იგი მოტივაციის წყაროა.