
ავტორი: ეთა სულუხია
„ჩემი თავი შემიძლია განვახორციელო თოჯინაში, ჩემი ემოცია, ჩემი განცდები…”
პატარა ოთახში, საყვარელი საქმის ძიების პროცესში დაიწყო ლია კაკულიას, როგორც მეთოჯინის ახალი ცხოვრება. თითოეული დეტალი, აქსესუარი და ტანსაცმელი, ქალბატონი ლიას ხელით იქმნება.
როგორც თავად ამბობს, თოჯინების შექმნა მთელი რიგი პროცესების ნაკრებია, რომელიც ზოგჯერ თვეების განმავლობაში გრძელდება, თუმცა შედეგი იმდენად საოცარია, რომ ამ დროდ ღირს.
თოჯინები მხოლოდ ნივთები არ არის – ისინი მეთოჯინის შინაგანი სამყაროს, ემოციებისა და განცდების გადმოცემის საშუალებაა.