
ავტორი: ეთა სულუხია
„მებაღეობა ჩემთვის არის პროფესიაც, ჰობიც, საყვარელი საქმეც, ცხოვრების წესიც…”
ზურაბ შევარდნაძე, ყველასათვის ცნობილი მებაღეა, რომელმაც ნაგავსაყრელად ქცეულ მიწაზე შექმნა ამქვეყნიური სამოთხე. მისი ყოველი დილა იწყება მიწასთან, მცენარეებთან ურთიერთობითა და მათზე ზრუნვით. თითქოს ყველაფერი ჩვეულებრივად ხდება, მაგრამ როცა აკვირდები მებაღის მოძრაობებს, როგორ ასწორებს ნიადაგს, როგორ ეპყრობა მცენარეებს, ხვდები, რომ აქ სითბო, სიყვარული და მზრუნველობაა.
ვიდეო გიყვებათ ადამიანზე, რომლისთვისაც ბაღი მხოლოდ სამუშაო ადგილი არ არის, არამედ ყველაზე ახლო და ძვირფასი გარემო; ადამიანზე, რომელიც ყოველდღიურად ახერხებს ზღაპრულ ადგილად აქციოს გარდენიე და იქ მისულ სტუმრებს ქალაქის ხმაურისგან გაქცევისა და ბუნებასთან ურთიერთობის საშუალება მისცეს.
გარდენია უკვე დიდი ხანია უბრალოდ ბაღი აღარ არის; ეს არის სივრცე, სადაც დრო თითქოს ჩერდება.