ავტორი: მარიამ ჩალაური
მარტინ რამი 20 წლის ეგვიპტელი სტუდენტია, რომელიც მესამე წელია შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში სწავლობს. თავდაპირველად, ოჯახთან ერთად, ბათუმში დასასვენებლად ჩამოვიდა და იმდენად მოიხიბლა ქვეყნის სილამაზითა და ტრადიციებით, რომ სწავლის გაგრძელება საქართველოში გადაწყვიტა.
მარტინი გვიზიარებს საკუთარ გზას, პირველ შთაბეჭდილებებს, კულტურულ შოკსა თუ პიროვნულ გამოცდილებებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში ცხოვრებისას დააგროვა.
ვიდეო გვიყვება ერთ ინტროვერტ ეგვიპტელ ბიჭზე, რომელმაც დატოვა კომფორტის ზონა, ადაპტირდა მისთვის უცხო საზოგადოებაში და შეიძინა უამრავი მეგობარი, რომლებიც ქართული ენის სწავლაში ეხმარებიან.
ეს არის ამბავი პიროვნულ ზრდაზე, ნდობასა და მულტიკულტურული ურთიერთობების უნიკალურ ძალაზე.
მისი თვალით დანახული თბილისი და უნივერსიტეტი გვაჩვენებს პერსპექტივას, ისეთ რეალობას, რომელშიც კულტურათა სხვადასხვაობა გამაერთიანებელ ღირებულებად იქცევა.

