ნახტომი ოცნებისკენ

ავტორი: მარიამ ეგაძე

მისი ბოლო ასპარეზობა მსოფლიო ჩემპიონატი იყო, სადაც ოლიმპიადის ლიცენზია თამაშდებოდა. მას მხოლოდ 0.1 ქულა დააკლდა ისტორიულ წარმატებასთან.

მარიამმა, დიდი გამბედაობით გადაიტანა მენისკის ტრავმა და შემდეგ რთული ოპერაცია. ბევრისთვის ეს ყველაფრის დასასრული იქნებოდა, თუმცა მისთვის ეს დიდი გამოწვევა აღმოჩნდა. ახალი ძალებითა და შემართებით აგრძელებს საყვარელ სპორტს, რადგან იცის, რომ მისი მიზნები კვლავ შეუსრულებელია. 

მარიამი გვიჩვენებს, რომ ძალა არა მხოლოდ ფიზიკურ მომზადებაში, არამედ სულის უდრეკობაშია. ის გვიჩვენებს, როგორ უნდა დავდგეთ ფეხზე მაშინაც კი, როცა ყველაფერი რთულად გვეჩვენება.