21-ე საუკუნეში ციფრული და რეალური სამყარო ერთამენთს კვეთს. ხელოვნური ინტელექტი ახალ ეპოქას აყალიბებს; მას აქვს გავლენა ადამიანებზე, მათ ყოველდღიურობასა და ურთიერთობებზე. დღესდღეობით, ხელოვნური ინტელექტი ძალიან პოპულარულია ისეთ სფეროებში, როგორებიცაა: განათლება, ფსიქოლოგია, მედიცინა და სხვა. ის უკვე გვისმენს, გვპასუხობს, რჩევას გვაძლევს და ზოგჯერ – გვახალისებს კიდეც.
შეიძლება თუ არა, რომ მომავალში ხელოვნურმა ინტელექტმა ჩაანაცვლოს ადამიანური ურთიერთობები?