ძველი თბილისი და ახალი თაობა

ავტორი: მარიამ ეგაძე

„ძველი თბილისი მხოლოდ წარსული არ არის, ის ჩვენი კულტურის ნაწილია. მისი შენარჩუნება ნიშნავს ჩვენი ქალაქის და თვითმყოფადობის შენარჩუნებას“

ძველი თბილისი ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ისტორიული ნაწილია. აქ თითქმის ყოველი ქუჩა, სახლი და აივანი წარსულის ამბებს ინახავს.

ნინო ამ უბანში გაიზარდა. ბავშვობიდან უყვარს ძველი თბილისი, მისი ვიწრო ქუჩები, ხის აივნები და ის განსაკუთრებული სიჩუმე, რომელიც ამ ადგილს ახასიათებს. მისთვის ეს უბრალოდ უბანი არ არის, ეს არის ადგილი, სადაც გრძნობ რომ ეკუთვნი ქალაქს, სადაც ყველაფერი ნამდვილი და ცოცხალია.

ნინო ახალ თაობას ეკუთვნის. თუმცა, განსხვავებით ბევრი სხვა ახალგაზრდისა, მან არ დაკარგა კავშირი ძველ თბილისთან. პირიქით, მისი სურვილია, რომ მეტმა ახალგაზრდამ გაიცნოს ეს ადგილი და გაუფრთხილდეს მას.

ქალაქი სწრაფად იცვლება. ხშირად ძველი შენობების ადგილას მრავალსართულიანი კორპუსები ჩნდება. ნინო ფიქრობს, რომ ეს ცვლილება არ უნდა ნიშნავდეს ისტორიის გაქრობას.

ძველი თბილისი მხოლოდ წარსული არ არის, ის კულტურის ნაწილია. მისი შენარჩუნება ნიშნავს, რომ ვუფრთხილდებით ჩვენს ისტორიას და იმას, რაც ამ ქალაქს განსხვავებულს ხდის.

ახალ თაობას შეუძლია უკეთესად გაიცნოს ეს უბანი, ასწავლოს სხვებს მისი მნიშვნელობა და იზრუნოს იმაზე, რომ ძველი თბილისი დარჩეს ცოცხალი, არა როგორც მუზეუმი, არამედ როგორც ადგილი, სადაც ისევ ცხოვრობენ, იზრდებიან და უყვართ.