ვარსკვლავების მოდარაჯე

ავტორი: მარიამ ჩალაური

,,როცა ღამით ცას ახედავ, სიხარული მოგეფინება… შენს მეგობრებს გაუკვირდებათ, როცა დაინახავენ როგორ შესცინი ცას. ,,მე ყოველთვის შევხარი ვარსკვლავებს” – ეტყვი მათ და ისინი იფიქრებენ, რომ შეიშალე”.

ყველანი სხვადასხვა მიზეზით შევყურებთ ღამის ცას. ვარსკვლავების ციმციმს ზოგისთვის სიმშვიდე მოაქვს, ზოგისთვის მელანქოლია, მაგრამ ერთ რამეზე ყველა ვთანხმდებით: ღამის ცა თითქოს უსიტყვოდ გვესაუბრება და ჩვენს გრძნობებს ეხმიანება. მისი უსასრულობა, სიჩუმე და იმედით სავსე ბრწყინვალება, თითქოს, გვახსენებს, რომ ამ სამყაროში მარტო არ ვართ.

სანდრო შუღლაძე ასტროფოტოგრაფია. ვარსკვლავებისა და გალაქტიკების მოდარაჯე, რომელიც გათენებამდე უცდის სამყაროს და მზის სხივებს სათითაოდ აგროვებს. მან გალაქტიკების სამყაროში 4 წლის წინ შეაბიჯა.

ადამიანები ყველაზე ხშირად ფოტოებს იმ პიროვნებებსა თუ ნივთებს უღებენ, რომლებიც ყველაზე ძალიან უყვართ და ეძვირფასებათ. ალბათ, სანდროს ყველაზე მეტად სამყარო ეძვირფასება, რადგან მისი კამერის ობიექტივში, კოსმოსი ყველაზე ხშირად და მკაფიოდ მოჩანს. 

ვრცლად იხილეთ ვიდეოში