თვითგამოხატვა ბგერებით

ავტორი: ლუკა ამბალია

საბა მიქელაძე – ახალგაზრდა ქართველი პიანისტი და მომღერალია, რომელიც მუსიკასთან ურთიერთობას სამი წლის ასაკიდან იწყებს. თავდაპირველად, ქართულ ფილმში, მელოდია – პირველი მერცხალი მოისმინა და ფორტეპიანოზე დაკვრა ინსტინქტურად სცადა. ამ დღიდან იწყება პროცესი, რომელიც მოგვიანებით მის პროფესიულ ცხოვრებად იქცა.

მშობლების მხარდაჭერით, საბა მალე მუსიკალურ სკოლაში მოხვდა. წარმატებისკენ მიმავალი გზა მარტივი არ ყოფილა; ახლო წრეში ხშირად აკრიტიკებდნენ. როგორც თავად ამბობს, არაერთხელ უთქვამთ, რომ მუსიკამისი საქმე არ იყო“. ამ დამოკიდებულებამ საბა უფრო მოტივირებული გახადა. პირველი მუსიკალური ნამუშევარი 16 წლის ასაკში დაწერა და მალევე მიხვდა, რომ ეს საქმე მისი თვითგამოხატვის ფორმა იყო.

ახალგაზრდა პიანისტის ერთერთ გამორჩეულ სიმღერას, To My Darling“-ს დიდი გამოხმაურებას მოჰყვა. კომპოზიციამ მსმენელის ყურადღება მიიპყრო ემოციურობითა და მუსიკალური ფორმით. საბასთვის ეს იყო მტკიცებულება, რომ მუსიკა მისი პირადი ენაა, არტისტული სივრცე, სადაც რეალობასთან ურთერთობას თავისებურად აგრძელებს.

ამჟამად, იგი სწავლობს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, სადაც შეხება აქვს გავლენიან პროფესორებთან და თანამოაზრე მუსიკოსებთან. აღნიშნავს, რომ მადლიერია იმ ადამიანებისგან მიღებული ცოდნისთვის, რომლებმაც მას რწმენა გაუღრმავეს და პროფესიულად გაზარდეს.

ვრცლად იხილეთ ვიდეოში