ფუნჯით ნაგები თბილისი

ავტორი: მარიამ ჩალაური

შალვა ფაჩოშვილი თანამედროვე, იმპრესიონისტი მხატვარია. მისი  ნამუშევრები ფერთა პალიტრის მრავალფეროვნებითა და უნიკალური ფაქტურით გამოირჩევა. ხშირად დადის პლენერებზე, ანუ ხატავს თბილისის პეიზაჟებს ნატურიდან. პლენერული ხატვა შალვა ფაჩოშვილისთვის შესანიშნავი გზაა აჩვენოს ქალაქის დინამიკა, აღბეჭდოს არქიტექტურული ელემენტები და იგრძნოს ის თბილისური ურთიერთობები, რომლებიც დედაქალაქის ქუჩებში იმალება. 

ფუნჯებთან ერთად, მისი ,,მოგზაურებების’’ ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი ველოსიპედია. ფერმწერისთვის ის უბრალოდ ტრანსპორტის საშუალება კი არა, თავისუფლების, წინააღმდეგობების გადალახვისა და მოძრაობს სიმბოლოა.