ბოლო წლების განმავლობაში საქართველომ მოიზიდა ათასობით ინდოელი სტუდენტი, რომლებსაც ევროპული განათლება და ახალი შესაძლებლობები სურთ. თუმცა, კულტურული ინტეგრაცია ხშირად მხოლოდ აკადემიური გზის ნაწილად არ რჩება, ის გულისხმობს ყოველდღიურ ცხოვრებას, ურთიერთობებს, სოციალურ ჩართულობას და რაც მთავარია, ურთიერთგაგებას.
ინდოელ სტუდენტებს საქართველოში მოუხდათ რეალობის სხვადასხვა ფენის შეგრძნობა: ერთი მხრივ, თბილი და სტუმართმოყვარე ხალხი, მეორე მხრივ , ენის ბარიერი, ცხოვრების განსხვავებული რიტმი და ხშირ შემთხვევაში, გაუგებრობა, რომელიც სტერეოტიპებიდან მოდის.სიუჟეტში გაგაცნობთ ადამიანს ინდოეთიდან, რომელმაც საკუთარი ორგანიზაცია დაარსა და საქართველოში ჩამოსულ სტუდენტებს სხვადასხვა მიმართულებით დახმარებას უწევს.
მასალა მომზადებულია: ნატალი ტუღუში
















Leave a Reply