ნიადაგი – არამხოლოდ ფიზიკური საფუძველი, არამედ სტრატეგიული რესურსია, რომელზეც ქვეყნის სოფლის მეურნეობა, ბიომრავალფეროვნება და კლიმატის მდგრადობა ემყრობა. საქართველოში ნიადაგის კვლევის პროცესები ეტაპობრივად ვითარდება, თუმცა მისი პოტენციალი ჯერ კიდევ სრულად არ არის ათვისებული.
მეცნიერები, აგრონომები და გარემოსდაცვითი სპეციალისტები ცდილობენ უკეთ გაიგონ, როგორ მდგომარეობაშია ჩვენი მიწა – რა სჭირდება მას, რამდენად ნაყოფიერია და რა საფრთხეები ემუქრება. ამ სიუჟეტში შევეხებით მთელი ციკლის პროცესს – დაწყებული ნიმუშების აღებით სოფლის მეურნეობის მიწის ნაკვეთებიდან, დასრულებული ლაბორატორიული კვლევებით, სადაც ქიმიური, მიკრობიოლოგიური და სტრუქტურული ანალიზის მეშვეობით იკვეთება ნიადაგის რეალური მდგომარეობა.
ჩვენ გავიცნობთ იმ ადამიანებს, ვინც ყოველდღიურად მუშაობს მიწასთან – ფერმერებს, რომლებიც ცდილობენ სწორად მართონ სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა, მეცნიერებს, ვინც ამუშავებენ მონაცემებს, და პოლიტიკის შემმუშავებლებს, ვინც კვლევის შედეგებზე დაყრდნობით იღებენ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს.
მასალა მოამზადა: ლუკა ცარციძემ












Leave a Reply