სიუჟეტში გაგაცნობთ ორ მეეზოვე ქალს, რომლებიც ყოველდღე, დილის 5 საათზე გამოდიან ქუჩებშ. მათი თავდადებული შრომით ისინი სუფთა და მოწესრიგებულ გარემოს უქმნიან ქალაქს და ბაღებს, სადაც ბავშვები მშვიდად და უსაფრთხოდ იწყებენ თამაშს ახალი დღის დასაწყისში.
ეს ისტორია გიამბობთ მათ უხილავ და განუწყვეტელ ბრძოლას ქალაქისთვის, რომლის შედეგითაც მთელი საზოგადოება ყოველდღიურად სარგებლობს. ქალბატონი ნინო და გულნარა არიან ადამიანები, რომელბიც ფონიჭალის უბნებში პირველები ხედავენ მზეს.
მასალა მოამზადა: სოფო ლოლაძემ













Leave a Reply