
საქართველოში ერთ-ერთი სამუშაო,რომელიც ყოველდღიური შემოსავლის წყაროა დიდი პრობლემების წინაშეა, მიტანის სერვისი,რომელსაც კომპანიები კურიერების საშუალებით სთავაზობენ მომხმარებელს კვლავ განსახიხველ საკითხად რჩება.
კურიერების ნაწილი ფიქრობს ,რომ კონკრეტული კომპანია სადაც თავად მუშაობს ის არის საუკეთესო სამსახური,რაც კი ოდესმე ჰქონია,ხოლო მეორე კურიერი უარყოფს მის ნათქვამს და ამბობს,რომ პროპკავშირი,სწორედ გამოუსწორებელი პრობლემების და გაურკვეველი მდგომარეობის გამო შეიქმნა.
სიუჟეტი,სწორად ასახავს ზემოთქმულს,რადგან ორივე კურიერი სრულიად განსხვავებულ მიზეზებს ასახელებს თუ რატომ მოსწონს ან არ მოსწონს კომპანია, სადაც თავად მუშაობენ ,თუმცა საყურადღებოა ის ფაქტი,რომ პროპკავშირის წევრი ბევრად დამაჯერებლად გადმოსცემს თავის სათქმელს ვინაიდან იცის,რომ მას მეორე კურიერისგან განხვავებით არ დაუბლოკავენ ანგარიშსს. რაც შეეხება ადვოკათ-იურისტის კომენტარს, საკამოდ საინტერესოა ის არის ერთ-ერთი ინიციატორი იმისა,რომ გლოვოს კურიერებზეც იმოქმედოს შრომითმა უფლებებმა და ისინიც ისე დაფასდნენ,როგორც სხვა დანარჩენი მომუშავე ადამიანი.
სიუჟეტში გადმოცემულია ის საყურადღებო ფაქტორები ,რომელიც შეიძლება მიტანის სერვისით მომხმარებელმა ფიზიკურად არ იცოდეს ან არასწორ ინფორმაციას ფლობდეს,სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ამ კუთხითაც ჩამეწერა კურიერები და თავად მივანდე ის ეთქვათ ,რაც ყველაზე ფრობლემური იყო მათ საქმიანობაში.
ვიდეო მასალის დასასრულს, გავესაუბრეთ გოგონას,რომელიც დელივერის ხშირი მომხმარებელია და აფიქსირებს ერთ შემთხვევას,რომელმაც კომპანიის მხრიდან გულგრილობა გამოიწვია. გოგონა იძახის,რომ ფროდუქტი,რომელიც გამოიძახა და ვადაგასული აღმონდა კომპანიამ არ აუნაზღაურა ზარალი და მხოლოდ ბოდიშის მოხდით შემოიფარგლა.
აქედან გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ფაქტია,რომ ორივე მხარე ნაწილობრივად დამნაშავეა ,თუმცა კომაპანიის დანაშაული ბევრად მეტია,როგორც მასთან მომუშავე პირთან, ასევე მომხმარებელთან,რომელსაც რიგ შემთხვევებში დაზარალებულებს ტოვებენ,სიუჟეტის მიზანიც სწორედ ეს იყო,რომ გაგვერკვია ვინ და რატომ იყო დამნაშავე საკურიერო სივრცეში…
მასალა მოამზადა: სოფო ლოლაძემ













Leave a Reply