ემოციები ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, ყველა ადამიანს გააჩნია ემოცია. ბრაზი, გაოცება, სევდა, ნდობა, სიხარული, ზიზღი,ინტერესი და სხვა…როდესაც ემოციების მოჭარბება ხდება, ჩვენი ემოციები ჩვეულებრივისგან განსხვავდება, ამის გაკონტროლება კი რთულია. ბავშვებში მსგავსი მდგომარეობა ჩვეულებრივზე უფრო ხშირია, მათ ამ ემოციების კონტროლი რომ შეძლონ, მათში ემოციური ინტელექტის გამომუშვების სწორად წარმართვაა საჭირო.
ემოციური ინტელექტი სწორედ ის თვისებაა, რომლის გაუმჯობესებაც შესაძლებელია, ამისთვის კი ძალიან მნიშნელოვანია მშობლის სწორი მიდგომა. ადამიანში ემოციური ინტელექტი მნიშვნელოვანია ბავშვობიდან განვითარდეს, რადგან ის ხელს უწყობს სოციალურ ურთიერთობებს, აკადემიურ წარმატებას და გრძელვადიან კეთილდღეობას, რაც გულისხმობს დამოუკიდებლად ცხოვრებას, ცხოვრებისეული პრობლემების გადალახვას, ფსიქოლოგიური პრობლემების აღმოფხრვას და სხვა. აღსანიშნავია, რომ დღესდღეობით არსებობს სპეციალური სკოლები, სადაც ბავშვებს ემოციურ ინტელექტს და ემოციების მართვას ასწავლიან. ერთ-ერთი ასეთი, სკოლა “ნობელი” გახლავთ, სადაც ემოციური ინტელექტის სწავლებას ძალიან დიდ დროსა და რესურსს უთმობენ.
სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით გვესაუბრება ემოციური ინტელექტის მასწავლებელი – ელენე ორაგველიძე
რა არის ემოციური ინტელექტი?
– ემოციური ინტელექტი არის უნარი, ადამიანმა ისწავლოს საკუთარი და სხვისი ემოციების ამოცნობა, რაც ეხმარება სამომავლოდ განვითარებაში
როგორი ცნობიერებაა საზოგადოებაში ემოციური იტელექტის შესახებ?
– ცნობიერება საზოგადოებაში წინა წლებთან შედარებით, წლევანდელ წელს საგრძნობლად მომატებულია , უფრო გათვიცნობიერებულები არიან მშობლები, სად მოყავთ ბავშვები და რისთვის ჭირდებათ ეს სკოლა, ადრე სხვანაირად აღიქვამდნენ და მოყავდათ სპეციალური საჭიროების ბავშვები, წელს მოსწავლეების რაოდენობამაც იმატა და ხალხშიც ამ წრეზე ცნობადობამაც. აღსანიშნავია, რომ დიდი ხნის განმავლობაში მკვლევართა ყურადღება მიმართული იყო ბავშვებში აკადემიურ მიღწევებზე და ემოციური რეგულაცია ყურადღების მიღმა რჩებოდა. კვლევების მიხედვით ემოციური ინტელექტი სამომავლო წარმატების ორჯერ უფრო ძლიერი პროგნოზების საშუალებას იძლევა, ვიდრე ინტელექტის კოეფიციენტი.
ბავშვის სამომავლო წარმატების პროგნოზირებისთვის კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ელემენტია ემოცური თვითკონტროლის უნარი. ბავშვებს, რომლებსაც აქვთ უნარი შეიკავონ ემოციებით განსაზღვრული იმპულსები და თავი აარიდონ გარემოში არსებულ ყურადღების გადამრთველ ფაქტორებს, შეუძლიათ უფრო მეტად განახორციელონ პროსოციალური ქცევა და მიაღწიონ მიზნებს. ემოციური თვითკონტროლის კვლევა ჩატარდა სკოლამდელი ასაკის ბავშვებთან და კვლევის იმავე მონაწილეებზე განმეორდა 30 წლის შემდეგ. შედეგებმა აჩვენა, რომ ემოციური თვითკონტროლის მაღალი მაჩვენებელს უფრო მეტად სტატუსი ან ოჯახური გარემო განაპირობებდა. ის ბავშვები, რომლებსაც სკოლამდელ ასაკში ემოციური თვითკონტროლის მაღალი მაჩვენებელი ჰქონდათ, 30 წლის შემდეგ იყვნენ უფრო ჯანმრთელები, ჰქონდათ შედარებით უფრო მაღალი ანაზღაურება და ნაკლებად ჰქონდათ ფსიქოლოგიური პრობლემები. ამ საკითხზე, უფრო ვრცლად სკოლა ნობელის მეთოდისტი თამარ შავლაყაძე გვესაუბრება.
რამდენად ხშირად მოყავთ ბავშვები (რა ასაკიდან, რა ასაკამდე) და რთულია თუ არა ბავშვებთან მუშაობა ამ კუთხით?
– ჩვენ გვაქვს სამი ფილიალი, ბავშვების რაოდენობა კი თანდათან უფრო იმატებს, რაც ითხოვს სხვა ფილიალების დამატებას. ჩვენთან არიან 4 წლიდან 12+ წლამდე ბავშვები,საინტერესოა ის ფაქტიც, რომ აბიტურიენტებიც გვყოლია ჯგუფში. რაც შეეხება ბავშვებთან ურიერთობას, შესაძლებელია რთული არ იყოს და ადამიანს რომელსაც ბავშვებთან კარგად გამოსდის ურთიერთობა არ გაუჭირდეს, მაგრამ, მაინც სხვანაირი მიდგომა სჭრიდება ამ ყველაფერს, სხვა პასუხისმგებლობაა, რადგან აქ შენ მუშაობ ბევრი ზრდასრული ადამიანის ფსიქოლოგიურ ჩამოყალიბებაზე, რაც ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა.
რას ეტყოდით მშობლებს, როგორ უნდა აღზარდონ ბავშვები ისე, რომ ემოციური ინტელექტი თავად ჩამოუყალიბონ?
– რთულია მშობლებს მივცეთ რჩევა, თუ როგორ უნდა აღზარდონ ბავშვები, ყველას თავისი მეთოდი აქვს აღზრდის, მაგრამ ემოციური ინტელექტის ჩამოყალიბებისთვის საჭიროა ბავშობიდან არ აუკრძალონ ემოციების გამოხატვა, რადგან ეს მომავალში სხვადასხვა პრობლემებს იწვევს. ასევე, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ დიდი წვდომა არ ჰქონდეთ სოციალურ ქსელებთან და სხვადასხვა პლატფორმებთან, რადგან უყურებენ ისეთ რაღაცეებს და იღებენ ისეთ ინფორმაციას, რაც მათი ასაკისთვის შეუფერებელია. აქედან გამომდინარე, მათ უჩნდებათ შიში, სხვადასხვა გზას ეძებენ ბრაზის გამოსახატად, რაც რათქმაუნდა არასწორია, ასევე უჩნდებათ აგრესია გარკვეული საკითხების მიმართ და ეცვლებათ შეხედულებები. ამიტომ მშობლებმა უნდა ეცადონ ყველანაირად გაფილტრონ თუ რას უყურებენ ბავშვები და მისცენ საშუალება საკუთარი თავი კარგად გამოხატონ.”
აღსანიშნავია, რომ ემოციური ინტელექტის განვითარება არ ხდება ერთ დღეში, ეს არის გრძელვადიანი, თანმიმდევრული პროცესსის შედეგი. თუმცა, მისი განვითარება ბავშვის ასაკიდანვე დიდ გავლენას ახდენს მისი ცხოვრების ყველა ეტაპზე.
მშობლებმა, პედაგოგებმა და გარემომ უნდა შექმნას ისეთი პირობები, სადაც ბავშვი თავს უსაფრთხოდ და გათვიცნობიერებულად იგრძნობს, საკუთარი გრძნობების მიმართაც და სხვასთანაც. ემოციურად ინტელექტუალური ბავშვები ადვილად გამოხატავენ თანაგრძნობას სხვების მიმართ, ხდებიან სტაბილურები და წარმატებული მოზრდილები, რაც სერიოზული საფუძველია მათი ბედნიერი და სრულფასოვანი ცხოვრებისთვის.
მასალა მოამზადა: ანა ლეჟავამ












Leave a Reply