პერსპექტივა

ქალების ნაბიჯები დიდ ბრძოლაში- პირველი სარაგბო ეროვნული ნაკრები საქართველოში

პირველად, ქართული სპორტის ისტორიაში საქართველოში 15 ქალა რაგბის ნაკრები დაკომპლექტდა. სპორტსმენები სხვადასხვა კლუბებიდან შეიკრიბნენ, ზოგსს 7 ქალა ნაკრებში თამაშის გამოცდილება ჰქონდა , ზოგისთვის კი ეს სრულიად ახალი თავგადასავალი იყო. ამას მხოლოდ გუნდის შეკრებას ვერ ვუწოდებთ, ეს არის განაცხადი, ნიშანი იმისა, რომ ქართველ ქალებს შეუძლიათ გახდნენ რაგბის სრულფასოვანი, ღირსეული წევრები. ქალთა ნაკრების პირველი მატჩი ისტორიულ ქალაქში, ქუთაისში, ,,აია არენაზე” გაიმართა.

პირველი მეტოქე ყაზახეთის ეროვნული ნაკრები იყო. აღსანიშმავია, რომ გოგონებმა ანგარიში 5:47 დაასრულეს. თუმცა, ეს სულაც არ იყო მარცხი. ეს იყო გამარჯვება საკუთარ სურვილებზე და დიდ სამომავლო გეგმებზე. ყაზახეთის ნაკრები მსოფლიო ასპარეზზე 1993 წლიდან გამოჩნდა და მას შემდეგ 80 – ზე მეტი მატჩი ჩაატარა.საქართველოში ამ დრომდე 7 ქალა ნაკრები არსებობდა , რომელიც დროთა განმავლობაში ვითარდებოდა და იზრდებოდა. მიუხედავად ამისა, 15 ქალა გუნდის ჩამოყალიბება არის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი ქართული სპორტის ისტორიაში. ეს არის სრულფასოვანი გუნდი, რომელიც სულ მალე შეძლებს საერთაშორისო ასპარეზზე თამაშს. 

საყურადღებოა, რომ 7ქალა რაგბი საგრძნობლად განსხვავდება 15 ქალასგან,ამიტომ გამოცდილება რომელიც გოგონებს აქვთ არ არის საკმარისი სრულყოფილი მატჩების ჩასატარებლად. ,,15 ქალა ნაკრების ჩამოყალიბება დიდ ოცნებასთან ერთად, ჩვენი დიდი სურვილი იყო. ამ საკითხზე დიდი ხნის განმავლობაში ვმუშაობდით. უამრავი ადამიანი დაგვიდგა გვერდით, მათ შორის 18 წლამდელთა ნაკრების მწვრთნელები.

მიუხედავად 7 ქალა ნაკრების გამოცდილებისა, 15 ქალას მაინც სპეციფიური ხასიათი აქვს. ბევრი დეტალი არის გასათვალისწინებელი, რაზეც მუშაობა მოუწიათ გოგონებს, თუმცა ვფიქრობ მთავარი გამოწვევები წინ არის. აპრილში ჩავატარეთ პირველი ტესტ მატჩები, ანუ  პირველად ვითამაშეთ სრულყოფილი რაგბი. ანგარიში კი სრულიად მოსალოდნელი იყო ჩემთვის. პირველი თამაშის კვალობაზე ვფიქრობ, რომ გოგონებმა კარგად გაართვეს თავი. წინ კიდევ დიდი გეგმები გვაქვს. იმედი მაქვს, ეკონომიკური მდგომარეობაც გაგვიუმჯობესდება და ამ კუთხითაც გვექნება მხარდაჭერა. 

გოგონებს დიდი მზაობა აქვთ, ძალიან მონდომებულიები არიან და ცდილობენ ვარჯიშის დროსაც მაქსიმალური შედეგი დადონ.” – ჯაბა მალაღურაძე (მთავარი მწვრთნელი) იმისთვის, რომ გუნდმა შეძლოს სრულყოფილად ასპარეზი რამდენიმე საფეხური უნდა გაიაროს. საჭიროა რეგულარული საერთაშორისო ტესტ-მატჩები,შიდა ჩემპიონატი და ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონალური განვითარება და კადრების გადამზადება. ტესტ-მატჩების სტაბილური ჩატარება 2025-2026 წლებშია დაგეგმილი.  2027 წლიდან კი ნაკრების ამოცანა რაგბის ევროპის დივიზიონში ჩართვაა.”-  აცხადებს ნუგზარ მალაღურაძე (მენეჯერი)

15 წევრიანი რაგბი ყველაზე პრესტიჟული ფორმატია რაგბის სახეობებიდან. ასეთი ნაკრების ჩამოყალიბება კი იმ ქვეყნებს შეულიათ, რომლებიც განვითარების მაღალ საფეხურზე არიან. ეს არის ბილეთი მსოფლიო თასის, ექვსი ერის და სხვადასხვა სახის მნიშვნელოვანი ტიტულებისკენ. საქართველოსთვის, ქალთა 15 წევრიანი გუნდის ჩამოყალიბება ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ქალთა ნაკრები ერთვება სრულყოფილ რაგბში, რომელიც ეტაპობრივად მსოფლიო ასპარეზზე გამოჩნდება. 

აღსანიშნავია, რომ გუნდი დაკომპლექტებულია ძლიერი, პროფესიონალი, მონდომებული ქალბატონებით. თითოეული მოთამაშე კი შესანიშნავად ართმევს თავს გამოწვევებს. მორაგებთა რიგებში ყურადღებას იქცევს მარიამ გოგუაძე, რომელიც შესანიშნავ მოთამაშესთან ერთად კვალიფიცური მსაჯია. ის 7 ქალა ნაკრებში აქტიურად მონაწილეობს,თავს იჩენს თამაშის ტექნიკითა და ლიდერული თვისებებით.
2025 წლის 8 მარტს, მარიამი გახდა პირველი ქართველი ქალი, რომელიც მთავარი მსაჯის რანგში გაუძღვა ქალთა რაგბი ევროპის მატჩს. 29 მარტს კი ქართველი მსაჯების 3 კაციანი გუნდი გაეგმგზავრა Rugby Europe Trophy-ზე სამსაჯოდ,სადაც მარიამი დამხმარე არბიტრის როლში იყო. ეს მისი კარიერის უმნიშვნელოვანესი ეტაპია.

– ,, სანამ ჩემ ცხოვრებში რაგბი გამოჩნდებოდა, მანამდე სხა სახეობის სპორტით ვიყავი დაკავებული. 10 წელი ვიყავი ჩოგბურთელი და შემდეგ მძლეოსანი.  თუმცა, ასეთი გუნდურობა, ერთიანობა და სიამაყე არსად მინახავს. ვამაყობ მოედანზე გასვლით, გუნდელებით, დისციპლინით და ყველაზე მთავარი, იმით, რომ საზღვრებს ვარღვევ.  დროთა განმავლობაში სტერეოტიპები დაიმსხვრა. ახლა, ვფიქრობ, აღარ გვიწევს ქალებს იმის ახსნა, რომ მხოლოდ სამზარეულოში ტრიალი არის ჩვენი საქმე. უნდა ვაკეთოთ ის რაც გულით გვინდა. ჩვენ დავამტკიცეთ რომ რაგბი მხოლოდ კაცების სპორტი არ არის, ყველასია, ვისაც გულით სურს რომ ითამაშოს.

ჩემ სამსაჯო კარიერას რაც შეეხება, 2025 წელს მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყო ამ კუთხით. რამდენიმე უმნიშვნელოვანესი თამაში ვიმსაჯე. მათ შორის გერმანია ბელგიის მატჩი ჰაიდელბერგში, სადაც მთავარი მსაჯი ვიყავი. საკმაოდ დაძაბული თამაში იყო, თუმცა უდიდესი გამოცდილება დამიტოვა.  ალბათ ყველაზე დიდი პასუხიმსგებლობა მაინც მსაჯობაა.

თამაშის მოგება-წაგება საბოლოოდ მაინც მსაჯის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, ამიტომ განსაკუთრებულად ვუდგები ჩემს პროფესიას. სირთულეები არსებობს, თუმცა დაუძლეველი ნამდვილად არ არის.” საქართველოს რაგბის კავშირი მიზნად ისახავს ქალთა რაგბის განვითარებას რეგიონალურ დონეზე. მათი ამოცანა სპორტში უფრო მეტი ქალბატონის ჩართვაა. საჭიროა შიდა გუნდების ჩამოყალიბება, შიდა ჩემპიონატები, ისე როგორც ეს მამაკაცთა რაგბში ხდება.  ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდული პროგრამები და საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობა.

მასალა მოამზადა: თეკო შავარდენიძემ

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *